საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №934
2010 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,მანქანათმშენებლობის დარგში საქონელბრუნვისა და საწარმოო კოოპერაციის შესახებ ურთიერთდაკავშირებულ საფუძველზე“ შეთანხმების დროებით გამოყენების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიერ ,,მანქანათმშენებლობის დარგში საქონელბრუნვისა და საწარმოო კოოპერაციის შესახებ ურთიერთდაკავშირებულ საფუძველზე“ 1994 წლის 9 დეკემბრის შეთანხმების დროებით გამოყენება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების საქართველოს მიერ დროებით გამოყენების შეწყვეტისა და საქართველოს განზრახვის შესახებ, არ გახდეს ამ შეთანხმების მონაწილე.
მ. სააკაშვილი