საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-05-23
გამოქვეყნების თარიღი
1997-05-23
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №270

1997 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების, საბრძოლო თვისებების მქონე სამამულო საბრძოლო იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის საცდელი ნიმუშების შემუშავება-შექმნის, მათი გამოცდისა და ჯარში დანერგვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებით:

II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ვანო გურგენიძე – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსი.

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ანატოლი ლომიძე – პოლკოვნიკი, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი

გიორგი თავაძე – პოლკოვნიკი, ტექნიკური სამმართველოს უფროსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ბარონ ყურაშვილი – პოლკოვნიკი, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ღირსების ორდენით:

ნიკოლოზ შარმაზანაშვილი – კვლევითი ინსტიტუტის „დელტას“ განყოფილების გამგე, დამუშავების მთავარი კონსტრუქტორი

ალექსანდრე ჯინჯიხაძე – კვლევითი ინსტიტუტის „დელტას“ ლაბორატორიის უფროსი, დამუშავების მთავარი კონსტრუქტორი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია