ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
925
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-11-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010220020.08.002.016064
ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №925

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ

1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერს ეწოდოს  „ზინობიანი“;

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა განთიადს ეწოდოს „პატარა სამება“;

გ) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლიანგს ეწოდოს „ბერთა“, სოფელ ბაშქოის – „ბარეთი“;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ განათლებისკარს ეწოდოს „მაცხოვრისკარი“;

ე) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯონიკიძეს  ეწოდოს „საიმერლო“;

ვ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვისს ეწოდოს  „იფნარი“;

ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ოსებს ეწოდოს  „ნოკორნა“;

თ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებას ეწოდოს  „ამაღლება“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია