საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება #258
1997 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.
2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა დადგენილ ვადებში განხორციელება დაევალოთ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ პასუხისმგებელ სამინისტროებსა და უწყებებს, სამხარეო ადმინისტრაციებს, ქალაქების მერიებსა და ადგილობრივ გამგეობებს.
ე. შევარდნაძე