საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
1997 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
ბ. ავალიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი ბიძინა ავალიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე