საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №498
1997 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
თ. ნოზაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „მემატიანის“ კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თენგიზ ნოზაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე