„საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აპრილის №149 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
354
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2002-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აპრილის №149 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №354

2002 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აპრილის №149 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აპრილის №149 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ პუნქტში საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა „8245“ შეიცვალოს ციფრით „8265“.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში – „20“.

3. მე-2 პუნქტში სიტყვები „2002 წლის 31 ივლისს“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 31 აგვისტოს“.

4. მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91 შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) გაუწიოს ქმედითი დახმარება სამხედრო კომისარიატებს (განყოფილებებს) იმ წვევამდელთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ გამწვევ კომისიაზე გამოცხადებას.“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია