საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №23
2002 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„2000 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 აგვისტოს №335 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„2000 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 აგვისტოს №335 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ივანე ჩხარტიშვილის ნაცვლად უწყებათაშორისი სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე.
ე. შევარდნაძე