თ. გოდერძიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
214
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-04-24
გამოქვეყნების თარიღი
1997-04-30
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
თ. გოდერძიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №214

1997 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

თ. გოდერძიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„ახალი ხილ-ბოსტნეულის მარკეტინგის განვითარების პროექტთან“ დაკავშირებით სასესხო და საგარანტიო ხელშეკრულებათა შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წინასწარი მოლაპარაკების გამართვისა და შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს თამარ გოდერძიშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია