საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №202
1997 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) შეთანხმება კაპიტალდაბანდებების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;
ბ) შეთანხმება კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე