(ძალადაკარგულია - 23.03.2021, №01-22/ნ)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
მინისტრის ბრძანება №121
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
�საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ � საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის � ნ � ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
���� კ. სუბელიანი
� საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში � მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
��� მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები
1. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვი�თარება;
გ) არასამთავრობო ორგანი�ზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქ�მიანობის ეფექტიანად წარმარ�თვის მიზნით;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის პროექტების მომზადება;
ვ) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და ვიზირება;
კ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა:
კ.ა) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალის მომზადება-გამართვა;
კ.ბ) სამინისტროში სტუმართა ვიზიტის დახვედრა-გაცილების ორგანიზება;
კ.გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომელთა საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
��� მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ვ) წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს მინისტრს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №3295 - ვებგვერდი, 07.12.2016წ.
���� მუხლი 4 . (ამოღებულია)