"ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს N415 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
918
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
120160050.08.002.016060
"ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს N415 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №918

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების (სსმ III, 2008 წ., №126, მუხ. 1282) პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის  ტექსტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სიტყვები: ,,ლტოლვილთა და განსახლების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა“;

ბ) სიტყვები: ,,ეკონომიკური განვითარების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“;

გ) სიტყვები: ,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია