„საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 და „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 თებერვლის №38 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
136
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 და „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 თებერვლის №38 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №136

2002 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 და „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 თებერვლის №38 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო-საკოორდინაციო საბჭოს მოქმედების არეალის გაზრდასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გასცდა საკუთრივ იზოტოპური და ზესუფთა მასალების პრობლემატიკას:

1. „საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველ პუნქტში, შესაბამისად ტექსტსა და დანართში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „იზოტოპური და ზესუფთა მასალები“.

2. „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 თებერვლის №38 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: „იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის მართვა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭომ“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია