,,რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
220
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-08
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.354
,,რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №220

2005 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №1, მუხლი 13), ამ დადგენილებით დამტკიცებულ „რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებასა“ და „რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 29 ერთეულით.“.

2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 3. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატი ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი;

დ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ) უფროსი სპეციალისტი.“.

3. საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

2

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

4

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

6

მთავარი სპეციალისტი

4

უფროსი სპეციალისტი

11

სულ

29

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია