შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი მისიის დაარსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
140
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-03-17
გამოქვეყნების თარიღი
1997-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი მისიის დაარსების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №140

1997 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი მისიის დაარსების შესახებ

1. დაარსდეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო და ქ. ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი მისია, რომლის საშტატო ნუსხა განისაზღვროს ოთხი დიპლომატიური ერთეულით.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან (დ. იაკობიძე) შეთანხმებით დაამტკიცოს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ჟენევაში მუდმივი მისიის ხარჯთა და საშტატო ნუსხები.

3. შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი მისიის შენახვა განხორციელდეს საზღვარგარეთის ქვეყნებში ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების შესაქმნელად საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია