„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
118
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.141.016015
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №118

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში (სსმ V, №42, 22.10.2010 წ.,) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე –კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარის ოდენობით;”

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია