საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4175–რს