ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
116
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.141.016013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №116

2010 წლის  12 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი  

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქისმუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქისმუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის  დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7.10.2010 წლის № 107 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.  

საკრებულოს თავმჯდომარე         ჰ. მოვსესიანი

  დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ .სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011  წლის 18 იანვრის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 25.01.2011წ

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის განყოფილებებია;

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და ლტოლვილთა საკითხთა განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახური განყოფილება შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.

5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011  წლის 18 იანვრის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 25.01.2011წ

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) სოციალური დაცვის ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავებას;

ზ) დასაქმების სოციალური პროგრამების შემუშავებას;

თ) წინადადების და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება შრომის და ომის ვეტერანთა დასახმარებლად;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და ლტოლვილთა საკითხთა განყოფილების ფუნქციები.

სამსახურის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და ლტოლვილთა საკითხთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამების შესრულების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულების მართვას;

ე) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას მათ დასახმარებლად;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

კრებსითი — სრული ვერსია