საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №61
1997 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
ნ. გალაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოში დაბრუნების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მწერალი ნოშრევან გალაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე