საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
427
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №427

2001 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით:

1. სამსახურის რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება და კადრებთან მუშაობის განყოფილება გაერთიანდეს რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნ­ველყოფისა და კადრებთან მუშაობის განყოფილებად.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძა­ნებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კადრებთან მუშაობის განყოფილება;“;

ბ) დებულების მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია