"გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.148.016016
"გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“;

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ. ხმალაძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია