გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 და მე-4 მუხლებში სიტყვები „მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლში სიტყვები „მუნიციპალურ მოსამსახურეთა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე