საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-01-09
გამოქვეყნების თარიღი
1997-01-15
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.05.002.000.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №12

1997 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

კონსტიტუციის დებულებათა რეალიზაციისა და სამართლებრივი რეფორმის განხორციელების, კონსტიტუციასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 15 აპრილის ბრძანებულება „საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ. №4, მუხ. 275).

2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 20 აპრილის ბრძანებულება „რესპუბლიკაში პირველადი მოთხოვნილების საქონლის ფასების მოწესრიგების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ. №4, მუხ. 279).

3. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 3 მაისის ბრძანებულება „რესპუბლიკაში პურის საცალო ფასების მოწესრიგების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ. №5, მუხ. 339).

4. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 9 დეკემბრის ბრძანებულება „მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საკითხთა მომზადებისა და განხილვის ორგანიზაციის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ. №12, მუხ. 841).

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია