ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. ზესტაფონი
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი