"თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016027
"თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თერჯოლა

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ”თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის   მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში (სსმ V, №34, 06.10.2010 წელი, მუხლი 1004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 ქვეპუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,5. სამსახურის მოხელეთა სამსახურებრივი კარიერის გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.’’.

 მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          ტ. ფანჩულიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია