თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისიი ს დებულების დამტკიცების შესახებ ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ ნაწილი V, № 34, 06.10.2010 წელი, მუხლი 999) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ“ .
2. ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის გა თვალისწინებით, ნუმერაციის უწყვეტობისა და თანმიმდევრობის აღსადგენად დებულების მე -2 მუხლის 1.4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,1.1“ -ად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე