,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
129
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.128
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №129

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის VII თავში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თუ დავალების შესრულების ვადა არ არის მითითებული, იგი ექვემდებარება ერთ თვეში შესრულებას (მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე, და თუ მომდევნო თვეში არ არის ასეთი რიცხვი, მაშინ ამ თვის ბოლო დღემდე) დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. თუ დავალების შესრულების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, იგი ექვემდებარება შესრულებას მის წინა სამუშაო დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დავალების შესრულება დადგენილ ვადაში შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელები წარუდგენენ მთავრობას მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე, შესრულების დაგეგმილი თარიღის მითითებით. ასეთი წინადადებები წარედგინება არა უგვიანეს ათი დღისა დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. სასწრაფო და ოპერატიული დავალებების შესრულების ვადები არ გაგრძელდება.“;

ბ) 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს მთავრობის კანცელარია პრემიერ-მინისტრის სახელითა და დავალებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების, გადაწყვეტილებებისა და სხვა დავალებების შესრულების კონტროლს“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

კრებსითი — სრული ვერსია