ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულუმაშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
846
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-12-27
გამოქვეყნების თარიღი
1996-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულუმაშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №846

1996 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციის შესახებ

ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესის შემდგომი წინსვლის მიზნით, აგრეთვე ვლადიკავკაზის 1995 წლის 30 ოქტომბრის ოქმის, მოსკოვის 1996 წლის 16 მაისის მემორანდუმისა და ვლადიკავკაზის 1996 წლის 27 აგვისტოს განცხადების შესაბამისად.

1. შეიქმნას ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაცია თანდართული სიის მიხედვით.

2. დელეგაცია უფლებამოსილია:

– მონაწილეობა მიიღოს ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგებისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებაში;

– მოლაპარაკების მხარეებთან და მონაწილეებთან ერთად ხელი მოაწეროს ერთობლივ ოქმებს, განცხადებებს, კომუნიკეებს, შეთანხმებებსა და მოლაპარაკების პროცესში შექმნილ სხვა დოკუმენტებს;

– ამა თუ იმ კონკრეტული მიმართულებით მოლაპარაკების უკეთ წარმართვის მიზნით შეიქმნას საექსპორტო (სამუშაო) ჯგუფები.

3. დელეგაციის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის – მიმართულების ხელმძღვანელის აპარატს (ო. მაჭავარიანი).

ე.შევარდნაძე

ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციის შემადგენლობა

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის ხელმძღვანელი

ირაკლი მაჭავარიანი – ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში

გიორგი გვენეტაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

რუსუდან გორგილაძე – სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

თედო ისაკაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

კონსტანტინე კოკოევი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ერვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე

ლაშა მინდელი – საქართველოს პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბადრი ხატიძე – სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია