საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №835
1996 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა დაექვემდებაროს პარლამენტს.
2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად განახორციელოს საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია და გაატაროს ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკა.
ე. შევარდნაძე