საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №114
1997 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ე. ხარაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საპატიო დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ევგენი ხარაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე