რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
753
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-11-19
გამოქვეყნების თარიღი
1996-11-29
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

   საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №753

1996 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

 

1996 წლის 14 მარტს რკინიგზის სადგურ „ქუთაისი-2“-ის საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული რადიაციული გამოსხივების მძლავრი კერის მინიმალურ დროში ლიკვიდაციისათვის, თავგანწირვისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილენი დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

 

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

 

არჩილ ნადირაშვილი - ქ.ქუთაისის მერის სამხედრო მრჩეველი

გარი სიჭინავა - ვიცე-პოლკოვნიკი, სამოქალაქო თავდაცვის ქუთაისის განყოფილების უფროსი

ბონდო ქამუშაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის განყოფილების უფროსი.

 

ღირსების ორდენით:

 

შუქრი აბრამიძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი

ნოე ქათამაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

 

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:

 

მიხეილ ბოტმანი - მაიორი, საქართველო თავდაცვის სამინისტროს 10147-ე სამხედრო ნაწილის ქიმიური სამსახრურის უფროსი

მირზა გვენეტაძე - რიგითი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10144-ე სამხედრო ნაწილის შტაბის დაცვის ასეულის მძღოლი

ზურაბ მეფარიშვილი - გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

 

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია