საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
2010 წლის 1 0 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად თანდართული საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/108 - ვებგვერდი, 08.05.2013 წ.
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლამდე ასაკის, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;
ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
ვ) დაგეგმარების, ბიუჯეტისა და ფინანსური მენეჯმენტის გამოცდილება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/108 - ვებგვერდი, 08.05.2013 წ.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;
ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;
ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;
გ) „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ - 1992;
დ) „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21);
ე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება);
ვ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/108 - ვებგვერდი, 08.05.2013 წ.