გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
668
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-10-14
გამოქვეყნების თარიღი
1996-10-31
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.05.002.000.
გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №668

1996 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

გორის რაიონში არსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობის ქ. გორის მერიისათვის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საკუთრების ობიექტების ნუსხის საკუთრების უფლების ცალკეულ სახეობათა მიხედვით განსაზღვრის შესაბამისი საკანონმდებლო აქტის უქონლობის გამო:

1. გადაეცეს სახელმწიფო ჰოლიდგური კომპანია „საქნავთობპროდუქტების“ უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობა ქ. გორის მერიას მუნიციპალურ საკუთრებაში.

2. ქ. გორის მერიამ უზრუნველყოს უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობის მშენებლობის დამთავრება და მისი პროფილის შენარჩუნება საექსპლუატაციოდ გადაცემის შემდგომ.

3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ა. სილაგაძე).

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია