საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №656
1996 წლის 7 ოქტემბერი
ქ. თბილისი
გ. კობიაშვილის III ხარისხის ვ. გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, სტაბილიზაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე - 4 განყოფილების საგზაო პოლიციის უფროსი ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი გოჩა კობიაშვილი დაჯილდოვდეს III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
ე . შევარდნაძე