მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2010 წლის 9 ნოემბერი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის № 48 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №48 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ი. მარტოლეკი