საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №614
1996 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზ. თავართქილაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ზურაბ თავართქილაძეს, რათა მან საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის მხარეთა პირველ შეხვედრაში და ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს.
ე. შევარდნაძე