საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №524
1996 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციასთან (1973 წ.) საქართველოს შეერთების თაობაზე
1. საქართველო შეურთდეს 1973 წლის 3 მარტის კონვენციას „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთება;
ბ) შეატყობინოს დეპოზიტარს – შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულება.
ე. შევარდნაძე