საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №520
1996 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის 1996 წლის 26 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებებისა და კონვენციის დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის 1996 წლის 26 მარტს ხელმოწერილი წინამდებარე შეთანხმებებისა და კონვენციის ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ;
ბ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ;
გ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ;
დ) კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ვეტერინარულ-სანიტარულ დარგში თანამშრომლობის შესახებ;
ე) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ;
ვ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ;
ზ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებებისა და კონვენციის დადება;
ბ) შეატყობინოს რუმინეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებებისა და კონვეციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე