ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
482
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-07-26
გამოქვეყნების თარიღი
1996-07-31
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.05.002.000.
ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

1996 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

„ელეტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივლისის №437 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, დეპარტამენტ „საქენერგოს“ რეორგანიზაციის შედეგად მის ბაზაზე ჩამოყალიბებული განაწილების სტრუქტურების პრივატიზაციის პროცესების დაჩქარების მიზნით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამაში“ და ამოღებულ იქნეს შემდეგი პუნქტი: „საინჟინრო ინფრასტრუქტურის (ელექტრო-, თბო- და გაზმომარაგების, წყალ-საკანალიზაციო მეურნეობის, ქალაქების გარე განათებისა და ქალაქების გარე კეთილმოწყობის) ობიექტები, აგრეთვე საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების ექსპლუატაციას, მომსახურებას, მოვლა-პატრონობას და შეკეთებას“ დეპარტამენტ „საქენერგოს“ქვესექტორის – განაწილების სტრუქტურების ნაწილში.

2. დეპარტამენტ „საქენერგოს“ განაწილების სტრუქტურების პრივატიზაცია, რომლებიც გადაეცათ მმართველობის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია