საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №338
2002 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მომსახურების) საექსპორტო კონტროლის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მომსახურების) საექსპორტო კონტროლის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის №424 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველ პუნქტში სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს“.
2. მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტრომ“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ“.
ე. შევარდნაძე