„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
617
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-30
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.033.014917
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.033.014.917

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს

 იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №617–№140

2010 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 19.11.09, №142, მუხლი 1657) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

კ. ბაინდურაშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     თ. ბურჯალიანი

კრებსითი — სრული ვერსია