ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2010 წლის 1 ნოემბერი
დ. ხარაგაული
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №26 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, №29, 2010 წლის 24 სექტემბერი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №26 დადგენილებაში:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის დებულების პროექტს გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი