საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მედლით „მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
360
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-05-30
გამოქვეყნების თარიღი
1996-05-31
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მედლით „მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №360

1996 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ

სახელმწიფოდაცვის სამსახურში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაიორი გივი ელიზბარაშვილი და ზემდეგი ომარ სიხუაშვილი დაჯილდოვდნენ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია