საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
340
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-05-24
გამოქვეყნების თარიღი
1996-05-31
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

საქართველოსპრეზიდენტი ს

ბრძანებულება № 3 40

1996 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობას განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოს:

 

      პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:

პოლიციის მაიორს მამუკა არაბიძეს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის განყოფილების უფროსს;

პოლიციის მაიორს ვაჟა მელაძეს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საგზაო პოლიციის სამმართველოს უფროსს.

პოლიციის მაიორის სპეციალური წოდება:

პოლიციის კაპიტანს ზაურ ვარდიშვილს – ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სამმართველოს უფროსს.

პოლიციის კაპიტანს მერაბ ნაჭყებიას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ნარკომანიის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის განყოფილების უფროს ინსპექტორს.

 

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია