საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №337
1996 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 4 სექტემბერს დადებული შეთანხმებების დადასტურების და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 4 სექტემბერს ქ. ტაშკენტში დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) „შეთანხმება საქართველოს რესპულიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ";
ბ) „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ";
გ) „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ".
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე