„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-08
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016002
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთ ა მინისტრის

ბრძანება №246

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007წ., №140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლებთან და წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას;“.

 2. მე-5 მუხლ ის მე-3 პუნქტის „ლ1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1 ) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლების შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა;“.

 3. მე-5 მუხლის 31   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 31 . წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრძანების გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ თ“ და „ ლ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი და საფუძველი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ . ვაშაძე

კრებსითი — სრული ვერსია