"მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3747-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.016048
"მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 104) პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ადმინისტრაცია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

 ბ) საზღვაო დიპლომი (შემდგომში – დიპლომი) – კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია ადმინისტრაციის მიერ და უფლებას აძლევს მის მფლობელს, დაიკავოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამდებობა;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3747 –IIს

კრებსითი — სრული ვერსია