„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-09-04
გამოქვეყნების თარიღი
2000-09-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №398

2000 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლი­ლებებისა და დამატებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საკანონ­მდებლო მაცნე I, 2000 წ., №17, მუხლი 41) განხორციელების მიზნით, საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანე­ბულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულებაში ყველგან სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

2. ბრძანებულების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით: „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილით გამოყოფილი თანხის ათვისებასთან დაკავ­შირებული და ორგანიზაციული ღონისძიებები მმართველმა ორგანომ განახორციელოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია