ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1244
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2025-07-02
სარეგისტრაციო კოდი
020080000.22.034.009493
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.07.2025,  №53–№20/ნ)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1244–№278/ნ

2006 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-4 პუნქტების, 45​ 1 მუხლის შენიშვნის მე-8 და მე-10 ნაწილების, 116-ე, 116​ 1 და 236-ე მუხლების, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებთ:“;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

1. დამტკიცდეს „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი“ და თანდართული დანართები (№1, №2, №3).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემ­ბრიდან.

ი. მერაბიშვილი

ვ. ჭიპაშვილი

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური საშუალების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს;

ბ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური სიმთვრალის/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პრევენცია, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

3. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენას კლინიკური შემოწმების ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 2. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი

1. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან / და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით ;

1​ 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45​ 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცენარე კანაფის ან მარიხუანის  21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით.

 2. პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45- ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში , თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი .

3. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

მუხლი 21. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 ​ 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიიჩნევა, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

მუხლი 2 ​ 2 . სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი, პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართავს სატრანსპორტო საშუალებას, პოლიციელი ჩამოაშორებს მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას და პორტატული ნარკოტესტერის (შემდგომში - ნარკოტესტერი) მეშვეობით უზრუნველყოფს ამ პირის შემოწმებას ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე. თუ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ნარკოტესტერის მეშვეობით გამოვლინდა, პოლიციელი კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის მიზნით მძღოლს წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი).

3. თუ ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ნარკოტესტერის მეშვეობით გამოვლინდა და მძღოლი უარს აცხადებს შემდგომ კლინიკურ ან/და ლაბორტორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევაზე, ასეთ შემთხვევაში ნარკოტესტირების დადებითი პასუხი მიიჩნევა კლინიკური სიმთვრალის დამადასტურებელ ფაქტად/დასკვნად.

4. თუ მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმყოფება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, უარს აცხადებს ნარკოტესტერის მეშვეობით შემოწმებაზე, პოლიციელი მძღოლს წარადგენს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში  ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების/სიმთვრალის დასადგენად.

5. მძღოლს უფლება აქვს მოითხოვოს საკუთარი ხარჯით ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით 1 თვის განმავლობაში ბიოლოგიური მასალის (ნერწყვის) საკონტროლო ულუფის შენახვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის დადგენის წესი

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოპედს მართავს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, პოლიციელი მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას მოპედის გაჩერების მოთხოვნის შესახებ.

2. მოპედის გაჩერების შემდგომ, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს მოპედს, უფლებამოსილი პირი მძღოლს ჩამოაშორებს მოპედის მართვას და კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

3. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მძღოლს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

4. მოპედის მძღოლს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტი.

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი , 15.12.2011 წ .

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალების მართვიდან მძღოლის ჩამოშორების წესი

1. პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება სამართავად შეიძლება გადაეცეს:

ა) ამავე სატრანსპორტო საშუალებაში ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;

ბ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახლობელს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (ან დროებითი მართვის მოწმობა) ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 4 1 . ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი

1. კლინიკური ან / და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით თუ დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტი , ჩადენილი იმ პირის მიერ , რომელსაც ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი , იწყება გამოძიება .

2. ( ამოღებულია - 09.12.2011 - №991-61).

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 30-27 ივლისის ბრძანება №1049-№233/ნ- სსმ III, №108, 01.08.2007წ., მუხ.1202

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი , 15.12.2011 წ .

    მუხლი 5. გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები

1. პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი არის სამართალდარღვევის ჩამდენი, ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 6. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ან ნარკოტიკულ ან / და ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე კლინიკურ ან / და ლაბორატორიულ ( ქიმიო – ტექსიკოლოგიური ) გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირ ი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან / და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად , უფლებამოსილი პირის მომართვის საფუძველზე წარმოდგენილ ყველა გამოსაკვლევ პირს უტარდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა.

2. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტში  კლინიკური ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).

3. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების , ნარკოტიკული ან / და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად კლინიკურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს ნარკოლოგიის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი , ან უმაღლესი სამედიცინო აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ( სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი ) და გავლილი უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტიბული ექიმთა გადამზადების პროგრამა , ხოლო ქიმიო-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება .

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1185–№307/ნ- სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1359

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 7.  გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წეს ი

1. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლევის ბარათში ფიქსირდება მომართვაში/დადგენილებაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით.

2. სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1) დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერილია ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. გამოკვლევის ბარათი (დანართი №2) დანომრილია, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. სარეგისტრაციო ჟურნალის გამოკვლევის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 8.  ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი

1. ლაბორატორიული ( ქიმიო - ტოქსიკოლოგიური ) გამოკვლევა ტარდება – ნერწყვში ან / და შარდში .

2. გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის ( შარდის ) აღებას უნდა ესწრებოდეს წარმომდგენი მხარე . გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი ნდობით აღჭურვილი პირის დასწრება . აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ერთ ან ორ ულუფად და ინახება სათანადო წესების დაცვით 14 დღის განმავლობაში . დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის , წარმომდგენის , უფლებამოსილი პირის , მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები , აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო . ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის შენახვის ვადის გაგრძელება 1 თვემდე შესაძლებელია რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე .

3. ნერწყვში ნარკოტიკული ან / და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის ( შარდის ) აღება და შემოწმება ტარდება უპირველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე . სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით , რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში . თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან / და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა , მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან / და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე , ხდება ბიოლოგიური მასალის ( შარდის ) შემოწმება წარმომდგენის მითითების შესაბამისად. თუ ნარკოტიკული ან / და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არ აქვს , რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ , ბიოლოგიური მასალა შეიძლება არ დაილუქოს . 

3​ 1. ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება ნერწყვში.

  4. კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) კვლევის შედეგი ფიქსირდება დასკვნაში (დანართი № 3). დასკვნა დანომრილია და დამოწმებულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით. პასუხი გაიცემა წარმომდგენ მხარეზე, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

5. სადავო შემთხვევათა განხილვა ხორციელდება სათანადო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმეორებითი ანალიზის (საკონტროლო ულუფის) კვლევის შედეგი ეცნობება დაინტერესებულ მხარეს.

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 30-27 ივლისის ბრძანება №1049-№233/ნ- სსმ III, №108, 01.08.2007წ., მუხ.1202

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

    მუხლი 9. კლინიკური გამოკვლევის ჩატარების წესი

ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის ან/და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობის დადგე­ნის წარმოების დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის საპასპორტო მონა­ცემები, სოციალური სტატუსი, გამოკვლევის ჩატა­რების თარიღი და ზუსტი დრო, პიროვნების დაკავე­ბიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო, ოპერატიული მონაცემები, ღებულობს თუ არა ნარკოტიკებს, რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა ხერხით უნდა აღიწეროს გამო­საკვლევი პირის გარეგნობა, ფიზიკური, ნევრო­ლოგიური და ფსიქიკური სტატუსი. კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს დასკვნას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 30-27 ივლისის ბრძანება №1049-№233/ნ- სსმ III, №108, 01.08.2007წ., მუხ.1202

    მუხლი 10. გამოკვლევის აღრიცხვა და სისტემატიზაცია

გამოკვლევის აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს გამოსაკვლევ პირთან დაკავშირებით წარედგინება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გვარი, სახელი და მამის სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი ან პირადი ნომერი;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) საცხოვრებელი ადგილი;

ვ) დასკვნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 30-27 ივლისის ბრძანება №1049-№233/ნ- სსმ III, №108, 01.08.2007წ., მუხ.1202

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

დანართი №1

სარეგისტრაციო ჟურნალი

№

გამოსაკვლევი პირის

მოყვანის თარიღი

და ზუსტი დრო

წარმომდგენის სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი

გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, მამის სახელი

გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი ნომერი

გამოსაკვლევი პირის დაბადების წელი, ადგილი

გამოსაკვლევი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი

ბიოლოგიური მასალის (შარდი)

კოდი

გამოკვლევის შედეგი მეთოდის მითითებით

შემსრულებელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

                                                                                                                                     დანართი № 2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 30-27 ივლისის ბრძანება №1049-№233/ნ- სსმ III, №108, 01.08.2007წ., მუხ.1202

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

გამოკვლევის ბარათი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი:

მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი)

უფროსი ექსპერტი

წამყვანი სპეციალისტი

წარმომდგენი პირის:

გვარი                                                         მოწმობის ნომერი

სახელი                                                      სამუშაო ადგილი

 გამოსაკვლევი პირის:

პირადი №                                                 გვარი, სახელი, მამის სახელი

დაბადების თარიღი                                 დაბადების ადგილი

მისამართი                                                 ნასამართლევი

სამუშაო ადგილი                                     ოჯახური მდგომარეობა 

დაკავების დრო

წარმოდგენის თარიღი და დრო

გამოკვლევის დაწყების დრო

კლინიკური გამოკვლევის დასრულების დრო

ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულების დრო

იღებს თუ არა რაიმე სახის მედიკამენტებს ან ნარკოტიკულ საშუალებას

(ჩამონათ. პირადი გადმოცემით ან დოკუმენტაციის წარმოდგენით)

გამოსაკვლევი პირის ფიზიკური, ნევროლოგიური სტატუსი:

გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური სტატუსი:

კლინიკური გამოკვლევის შედეგი:

ბიოლოგიური მასალა და მასალის კოდი:

ბიოლოგიური მასალის პარამეტრები:

ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი:

ბიომასალა შემოწმდა:

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა:

შენიშვნა ან რაიმე სხვა დამატებითი ინფორმაცია:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონტროლო ნიმუში ინახება ––––– დღის განმავლობაში

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი)

(სახელი, გვარი, ხელმოწერა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – უფროსი ექსპერტი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)    

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – წამყვანი სპეციალისტი (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წარმომდგენი პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამსწრე პირის ხელმოწერა (თუ არის) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ვინ ჩაიბარა (სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი) ––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                                          დანართი № 3

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 მარტი – 2 აპრილის ბრძანება №457–№113/ნ- სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.552

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 30-27 ივლისის ბრძანება №1049-№233/ნ- სსმ III, №108, 01.08.2007წ., მუხ.1202

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9-12 დეკემბრის ბრძანება №991-№61 - ვებგვერდი, 15.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2019 წლის 29 მარტის ერთობლივი ბრძანება №25-№01-30/ნ - ვებგვერდი, 29.03.2019 წ.

ხელწერილი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარ ექსპერტს (ექიმი-ნარკოლოგი) და უფროს ექსპერტს განემარტა ექსპერტის მოვალეობანი და უფლებანი, გათვალისწინებული საქართველოს სსსკ 51-ე და 52-ე მუხლებით. წინასწარი შეცნობით ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებული ვარ საქართველოს სსკ 370-ე მუხლით.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                 დასკვნა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი:

მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი):

უფროსი ექსპერტი:

“––––” –––––––––– 20     წლის № ––––––––––

 მომართვის/მომართვით წარმოდგენილი დადგენილების საფუძველზე შემოწმდა

გამოსაკვლევი პირი:

კლინიკური გამოკვლევის შედეგი:

ბიოლოგიური მასალა და მასალის კოდი:

ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდი:

ბიომასალა შემოწმდა:

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა:

წარმომდგენი პირის

გვარი                                                    მოწმობის ნომერი

სახელი                                                 სამუშაო ადგილი 

გამოკვლევის დაწყების დრო:

კლინიკური გამოკვლევის დასრულების დრო:

ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულების დრო:

მთავარი ექსპერტი (ექიმი-ნარკოლოგი) ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––

უფროსი ექსპერტი ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ვინ ჩაიბარა (სახელი, გვარი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი) –––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცემის თარიღი და დრო

კრებსითი — სრული ვერსია