სააქციო საზოგადოება ,,გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს" შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
236
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-03-22
გამოქვეყნების თარიღი
1996-03-29
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოება ,,გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს" შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №236

1996 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოს“ შექმნის შესახებ

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს შეიქმნას სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და რუსეთის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ 1995 წლის 10 ივლისის შეთანხმების შესაბამისად.

2. დაევალოთ:

– საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (ა. სილაგაძე) და საქართველოს სათბობენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციას (დ. ზუბიტაშვილი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და საქართველოს სახელით იყოს მისი დამფუძნებელი;

– საქართველოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს ხელი შეუწყონ სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ ჩამოყალიბებისა და სათანადო სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია